თეგებით ძიება

ლარი მკვეთრად გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1120 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1303 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.83 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5169 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5485 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.16 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2794 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1769 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 20 ნოემბრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა