თეგებით ძიება
20. 11. 2021 COVID - 19

სასურველია, დეკემბრის 15-მდე ყველა ავიცრათ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დეკემბრის 15-მდე ყველა აიცრას.

"პირველ რიგში, ვაქცინა გამოიყენება რისკჯგუფებზე. ესენი არიან: ხანდაზმული ადამიანები, დიალიზზე მყოფები, შიდსით ინფიცირებულები, ჰეპატიტიანები, ასევე ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მასწავლებლები და ა.შ. ახლა უფრო და უფრო ვაფართოებთ და ხვალ იქნება, ალბათ, ბრძანება ყველა მოქალაქეზე. გუშნდელი მონაცემებით აცრილია 90 ათასი ადამიანი. 100-110 ათასი დოზა კიდევ არის. სახელმწიფო ვაქცინა უფასოა.

ხვალ, ალბათ, გამოცხადდება, რომ ყველა აიცრას შეუზღუდავად, არამარტო რისკჯგუფები. სასურველია, დეკემბრის 15-მდე ყველა ავიცრათ. ჯერ არ გამოჩენილა გრიპის ვირუსი ქვეყანაში. იცით, რომ ვაკვირდებით, ყოველკვირეული მონიტორინგი გვაქვს მთელი ქვეყნის მაშტაბით, ე.წ. საყრდენი ბაზებით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა