თეგებით ძიება

ხაშურში, $2-მილიონიანი ინვესტიციით კინოთეატრი იხსნება

ხაშურში, $2-მილიონიანი ინვესტიციით კინოთეატრი იხსნება. ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი Cavea cinemas-თან თანამშრომლობით, დაწესებულებას ახალი წლისთვის გახსნის.

ამ ეტაპისთვის ორი დარბაზის მშენებლობა დასრულებულია და ახლა კინოთეატრის საჭირო ინვენტარით მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც ვალერი გელაშვილი Bm.ge-სთან განმარტავს, $2 მილიონის მოცულობის ინვესტიცია პირადი ფინანსებით განახორციელა, კინოთეატრის მართვას კი Cavea გაუძღვება.

„დარბაზები უკვე მზად არის და კინოთეატრი საჭირო ინვენტარის ჩამოსვლისთანავე, რომელიც "კავეას" შემოაქვს, გაიხსნება; დიდი სურვილი გვაქვს, ეს ახალი წლისთვის მოხდეს. ინვესტიცია პირადი ფინანსებით გნვახორციელე, Cavea-ს პასუხისმგებლობა კი კინოთეატრის მართვა იქნება“, - განმარტავს გელაშვილი.

ცნობისთვის, ბიზნესმენის კომპანია „ლიტ ჯეო ინვესტი“ სურამში $5 მილიონის ინვესტიციით მრავალფუნქციურ კომპლექსაც აშენებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა