2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი, ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის დამაიმედებელი, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს, ძალიან სწრაფი ტემპებით.
„2022 წლის იანვარში მშპ იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს იქნება დაახლოებით 5 500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს პირველი ცხრა თვის განმავლობაში, რაც არის უპრეცედენტო ზრდა მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპის ქვეყნების მასშტაბით. ჩვენ ასევე დავიწყეთ, მოვამზადეთ ახალი პროგრამები, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობაში გვაქვს ძალიან სერიოზული, ამბიციური გეგმები და პროგრამები, რომლის ნაწილი უკვე დავიწყეთ და იანვრიდან გავაფართოვებთ ამ პროგრამებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, იქნება ახალი პროექტები და ინიციატივები ტურიზმის მიმართულებით.