თეგებით ძიება

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ექიმი დეტალებზე ყვება

ნევროლოგიური სტატუსი მთლად გაუმჯობესებული არაა, არც არის მოსალოდნელი, რომ ენცეფალოპათიაა მეორე დღეს გაუმჯობესდეს, შესაძლებელი არის, თუმცა არ მოხდა ასე, - საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სისუსტე აღენიშნება, ასევე მას გარკვეული მხედველობის პრობლემები აქვს.

ნევროლოგიური სტატუსი მთლად გაუმჯობესებული არაა, არც არის მოსალოდნელი, რომ ენცეფალოპათიაა მეორე დღეს გაუმჯობესდეს, შესაძლებელი არის, თუმცა არ მოხდა ასე. ძირითადად სისუსტეა გამოხატული, პატარა თვალის მამოძრავებელი პრობლემები არსებობს კიდე, რაც მაშინაც იყო გამოხატული და შესაძლებელია რამდენიმე კვირა დასჭირდეს ამის გაუმჯობესებას ,- თქვა კონსილიუმის წევრმა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს, 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ექსპრეზიდენტი ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა