თეგებით ძიება

რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ დიდი შაბათის დღეს

დიდი შაბათი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წინა დღეა.

ვნების შვიდეულის შაბათი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და მას ლოდი მიაგორა.

წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით საფლავში იმყოფებოდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად ჩაბრძანდა.

დიდი შაბათს წასაკითხი ლოცვა, როდესაც, სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ელოდება:

ნუ მტირ მე დედაო, მხილველი საფლავსა შინ ძისა, რომელი მუცლადმიღე თჳნიერ თესლისაჲ, რამეთუ აღვსდგე და ვიდიდო მე ღმრთაებრ და მაღალ-ვჰყუნე სარწმუნოდ და სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.

უცხოსა შობასა შენსა ზესთაქმნილი ლმობათა უფროსად ნეტარ-ვიქმენ დაუწყებელო ძეო და აწ ღმერთო ჩემო, გხედავ მკუდრად უსულოდ ტკივილთა ლახურითა განგმერილი სიმწარით, არამედ აღჰსდეგ, რაჲთა უმეტესად ვიდიდო.

ქუეყანაჲ დამფარავს ნებსით, გარნა ჯოჯოხეთისა მე ბჭენი მიძრწიან, მხედვენ რაჲ შემოსილსა შეღებულითა მით შურისძიებისა სამოსლითა, დედაო, რამეთუ დამთრგუნველი ჯუარითა მტერთა აღვდგე და გადიდო შენ.

იხარებდინ აღგებული და იშუებდინ ყოველნი ქუეყანისა ნაშობნი, ესერა ტყუე-იქმნების მტერი ჯოჯოხეთი, დედანო მირონი შემომწირეთ, რამეთუ ადამს ნაშობითურთ ვიჴსნი და მესამესა დღესა აღვჰსდგები მე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა