თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემთვის არ არის საინტერესო, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი

ჩემთვის არ არის საინტერესო, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

"რაც შეეხება მათ მცდელობას, რომ საგარეო ფრონტიდან რამენაირად მოგვწყვიტონ საქმეს და ჩვენი კონცენტრირება მოახდინონ ნაკლებად საინტერესო საკითხებზე: ერთი რამე მინდა ვთქვა - კარგად მოგვეხსენება, რომ ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის ევროპასა და აშშ-ში. მათი განცხადებები ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, აბსოლუტურად უინტერესოა.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ როცა ენმ იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ მეგობართა კლუბები, მათ შორის, აშშ-ში, ევროპაში, ევროპარლამენტარებს და კონგრესმენებს ვგულისხმობ, ასევე, სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ექსპერტებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული.

აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის საინტერესო, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა