კორონავირუსით კიდევ 64 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 64 ადამიანი, ხოლო 4 098 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 822 383-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 763 755 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 11 679 პაციენტი ემსხვერპლა.