თეგებით ძიება
24. 11. 2021 COVID - 19

"ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ მივიღოთ მართვადი პანდემია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით იმისთვის, რომ პანდემიის მართვა შევძლოთ, ერთადერთი გამოსვალი ვაქცინაციაა.

„სამწუხაროდ ის რეალობა, რომელიც საქართველოში დადგა განპირობებულია იმით, რომ დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში ძალიან ბევრი ადამიანი ავად გახდა და ამის ერთადერთი მიზეზია ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი, ასევე იმ რეგულაციების უგულებელყოფა, რომელზეც ეპიდემიოლოგიური მართვა დგას.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში არის უპრეცედენტო რაოდენობის დაავადებული და გარდაცვლილი ადამიანები. ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ მივიღოთ მართვადი პანდემია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა