თეგებით ძიება

ეს იყო ერთგვარი საბაბი, იმისთვის რომ მეორე ეტაპზე დაწყებულიყო საუბარი უკვე მის გათავისუფლებაზე - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე საუბრობს.

„ამის პროგნოზირება იყო ძალიან მარტივი. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ რეალურად სააკაშვილის (სამოქალაქო კლინიკაში) გადაყვანის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ეს იყო ერთგვარი საბაბი, იმისთვის რომ მეორე ეტაპზე დაწყებულიყო საუბარი უკვე მის გათავისუფლებაზე. ბუნებრივია, ეს არის ღიმილისმომგვრელი. მიხეილ სააკაშვილი არის მძიმე დანაშაულში მხილებული. მას აქვს შეფარდებული 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და, რა თქმა უნდა, სამართლის უზენაესობისთვისა და პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებისთვის მნიშვნელოვანია მან სათანადოდ, კანონმდებლობის შესაბამისად მოიხადოს ეს სასჯელი“, – აცხადებს კობახიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა