1 383 თბილისი, 536 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 26 588 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 098 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 822 383-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12,04%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.15% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.19%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 1 383
⭕ აჭარა - 141
⭕ იმერეთი - 536
⭕ ქვემო ქართლი - 187
⭕ შიდა ქართლი - 244
⭕ გურია - 111
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 263
⭕ კახეთი - 155
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 60
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 93
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 923 საიდანაც: 6 611 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 592, აჭარაში - 525, იმერეთში - 1 416.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 691 პირი, მათ შორის, თბილისში - 663, აჭარაში - 126, იმერეთში - 505.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 44, იმერეთში - 39.
1 084 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 695 - თბილისში, 212 - აჭარაში. 39 228 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 9.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 982 ადამიანი.