,,საახალწლოდ პროდუქტები კიდევ გაძვირდება” - ივა ჭყონია
დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონიას თქმით, წლის ბოლომდე, წინასაახალწლო პერიოდში ფასების ცვლილება გარდაუვალია.
პსასურსათო პროდუქტების ფასების საკითხი, პირველ რიგში, საწვავზეა მიბმული; ფაქტია, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება ხდება. სეზონურობიდან გამომდინარე, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ადგილობრივ ფასებზე. წინასაახალწლოდ პროდუქტებზე ფასების ცვლილება აუცილებლად იქნება. დაახლოებით, რამდენი პროცენტით მოიმატებს ფასი, ამის განსაზღვრა ძალიან რთულია და ფაქტობრივად, შეუძლებელია. ფასების ცვლილება ამ წლის ბოლომდეც იქნება და თებერვალშიც ველოდებით კიდევ ერთ ტალღას.
მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდა. რამდენიმე დღის წინ რეგიონებში კომერციული გაზი კიდევ გაძვირდა. ეს ყველაფერი აისახება ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასზე, რადგან ზამთრის პერიოდში ფერმერს მოუწევს პროდუქცია სამაცივრე მეურნეობებში შეინახოს, რაც ზრდის კომუნალურ ხარჯებს. ამდენად, წინასაახალწლოდ პროდუქტები კიდევ ერთხელ გაძვირდება, – თქვა ივა ჭყონიამ და იქვე დასძინა, რომ ნოემბერ-დეკემბერში ინფლაცია უფრო გაიზრდება და 14-15%-ს მიაღწევს.
bm.ge