30-დან 50%-მდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებში
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებების შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, თეატრებში, კინოთეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა იზრდება.
„30-დან 50%-მდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში“, - განაცხადა ღიბრაძემ.