თეგებით ძიება
24. 11. 2021 COVID - 19

სტაბილიზაცია არის გარკვეულწილად იმედისმომცემი ნიშანი - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები აღინიშნება.

„სტაბილიზაცია არის გარკვეულწილად იმედისმომცემი ნიშანი, მაგრამ არ არის იმის საფუძველი, რომ ჰოსპიტალური სექტორი რამენაირად განიტვირთოს. ამდენად, მობილიზებული რჩება 9 112 საწოლი, ოდნავ მოიმატა მობილიზებული საწოლების რაოდენობამ. 6 611 პაციენტი იმყოფება ჰოსპიტალში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არის - 1 691, ხოლო რეანიმაციაში - 377 პაციენტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ორშაბათს ჩატარებული აცრების რაოდენობა, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში პირველად, 10 ათასს მიუახლოვდა.

„8 ნოემბრის შემდეგ, რაც გააქტიურდა 60 წლის ზემოთ პირთა წახალისების პროგრამა, მოიმატა ვაქცინირებულების რაოდენობამ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა