თეგებით ძიება
24. 11. 2021 COVID - 19

პირველ დეკემბრამდე ვაქცინა არამარტო რისკ ჯგუფებისთვის, ყველასთვის უფასოდ იყოს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე საუბრობს.

„სეზონურ გრიპზე ასევე ცრის კერძო სექტორი. ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ ქვეყანაში იცრება 200 000 -დან 260 000-მდე ადამიანი და ეს კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იცით, რომ ძირითადად ვცრით რისკ ჯგუფებს. ამჟამად ჩვენთან მიმდინარეობს ვაქცინაცია სეზონურ ჯგუფზე უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებიდან. დღეს დილის მონაცემებით, ათვისებულია 104 000 დოზა გრიპის ვაქცინა, ანუ დაახლოებით, 100 000-მდე დოზა არის ქსელში. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბრძანებით რეგულირდება, რომ პირველ დეკემბრამდე ვაქცინა არამარტო რისკ ჯგუფებისთვის, ყველასთვის უფასოდ იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა კეთდება ყველა იმ პოლიკლინიკაში, სადაც ზოგადად ვაქცინაცია მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა