თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ევროსასამართლოსთან ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, სტრასბურგში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

ქართველი ემიგრანტები ევროსასამართლოს ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილს ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს და ევროსასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციაზე გენერალი გოგი თათუხაშვილიც იმყოფებოდა.

დღეს ჩვენ შევიკირიბეთ სტრასბურგში ევროსასამართლოს ტერიტორიაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მადლობა გადავუხადოთ მას იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მიიღო ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომ ის გადაყვანილი იქნეს აუცილებლად მრავალპროფილურ კლინიკაში. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლიდანაც გამოვა აუცილებლად გამარჯვებული. ჩვენი დღევანდელი თავშეყრის მიზეზი და მოთხოვნა გახლავთ, რომ პირველი, ჩატარდეს სამართლიანი სასამართლო, მეორე, ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება ევროპული ინსტიტუციების ჩართულობით და "არა რუსეთს და ჩვენ გვინდა ევროპა!". ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც გაიჟღერა ამ აქციაზე, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

Tvpirveli


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა