თეგებით ძიება

ის ძველებური ადამიანი აღარ არის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ - გიული ალასანია სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი დათრგუნულია, და ისეთი აღარ არის, როგორიც იყო წინათ.

როგორც ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ალასანიამ განაცხადა, მისი სურვილია, რომ იხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს.

"გუშინწინდელთან შედარებით, კიდე 1 კილო აქვს დაკლებული, მაგრამ ეს როგორც ჩანს ასე უნდა იყოს. მე არ ვიცი, ფერმკრთალია, სისუსტე აქვს, მაგრამ, მთავარია მისი ფსიქოლოგიური განწყობა. მძიმეა, ძალიან მძიმე იმიტომ, რომ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი. დათრგუნულია, ის ძველებური ადამიანი არ არის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. ჩემი სურვილია, რომ იყოს ადამიანი თავისუფალი და ჩვენ ყველა, საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე

გაოგნებული ვარ, გუშინ უცებ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის ასეთი განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვი, და მისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიციური მოძრობა. ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრობას? ასეთი რამე გაუგია ვინმეს?!", - აცხადებს ალასანია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს, 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ექსპრეზიდენტი ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა