თეგებით ძიება

უფრო კაპასი და სტატუსთან შეუსაბამო ხდება სახალხო დამცველის განცხადებები - გია ვოსლკი

"ქართული ოცნების" წევრის, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უფრო კაპასი და სტატუსთან შეუსაბამო ხდება სახალხო დამცველის განცხადებები.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის არაერთი განცხადების გახსენება შეიძლება, რომელიც მის სტატუსთან შეუსაბამოა.

"რაც უფრო მიუღწეველი, ფანტასმაგორიული და კომიკური ხდება „ნაცრევოლუციის" თემა, მით უფრო კაპასი და სტატუსთან შეუსაბამო ხდება სახალხო დამცველის განცხადებები.

ბოლო მაგალითი საერთოდ საოცარია, სადაც ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს არანაირი სტატუსი არ გააჩნია მაშინ, როცა ის მმართველი პარტიის ლიდერია და მასთან შეხვედრის ინტერესი აქვს საერთაშორისო დონეზე მთელ რიგ დელეგაციებს და თვითონაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრია. მერე იქ რაღაც ღლიცინზე "დალაიქება" და გამოსვლა პოლიტიკური განცხადებებით არის იმის შედეგი, რაც პოლიტიკურ ველზე ხდება,"- განაცხადა ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა