"ჰქონდათ რეინფიცირების 5-ჯერ მეტი შანსი..." - რას წერს მედიკოსი
ექიმი, ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში კვლევაზე წერს, სადაც ნაჩვენებია კორონავირუსით რეინფიცირების სტატისტიკური მაჩვენებლები:
"კვლევაში ჩართული იყო 7000-ზე მეტი ადამიანი. შედეგად - არავაქცინირებულ ადამიანებს, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კოვიდ19-ის შემდგომ ჰქონდათ რეინფიცირების 5-ჯერ მეტი შანსი, ვიდრე მათ, ვინც ვაქცინირებული იყო ორი დოზა, მრნმული ვაქცინით-
ფაიზერით ან მოდერნათი", - წერს ანი ქავთარაძე.