თეგებით ძიება

"კოვიდგადატანილის რეინფიცირების რისკმა, შესაძლოა, 5%-დან 50%-მდე შეადგინოს" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კოვიდინფიცირებულებულთა ხელახლა დაავადების მაღალ რისკებზე სოციალურ ქსელში წერს:

"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს და არ ითვსლისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას!

კოვიდგადატანილი არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაცულია და მას აღარ დაემართება კივიდ-19!

კოვიდგადატანილი შესაძლოა, დაინფიცირდეს 1 თვეში, 6 თვეში, 12 თვეში და 24 თვეში და ამის მტკიცებულებები არის საკმარისი მთელი მსოფლიოდან.

ამერიკაში ჩატარებულმა კვლევმ (კომპიუტერული მოდელირებაში შეადარეს ადრე კოვიდ აფეთქებები და ახლანდელი კოვიდ-19 მონაცემები) აჩვენა, რომ კოვიდ გადატანილები არ არიან დაცულნი და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო არ არიან დაცული. ანუ კოვიდ გადატანილის რეინფიცირების რისკმა შეიძლება, შეადგინოს 5%-დან 50%-მდე. გააჩნია:
რამდენი დრო გავიდა ინფიცირებიდან ;
პაციენტის ასაკს;
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას;
ასევე პაციენტის პრევენციული ზომებთან ხელმისაწვდომიბას (ვაქცინაცია/პირბადე/დისტანცია/იზოლაცია) .

დასკვნა:

კოვიდგადატანილ პაციენტებში რეინფიცირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი (3 თვე) განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი ვრცელდება უკონტროლოდ.

კოვიდგადატანილების “გამწვანება” შესაძლებელია მაქსიმუმ 3 თვე!

კოვიდგადატანილი უნდა აიცრას 30 დღეში ინფექციის გადატანიდან. ეს მიცემს მას საშუალებას, რომ იყოს მაქსიმალურად დაცული. რატომ? პირველი აცრიდან სრულ დაცვამდე არის საჭირო დაახლოებით 45 დღე (1 აცრა - 1 აცრა 21-28 დღე და +14 დღე) ", - წერს გიორგი ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით "მწვანე პასპორტში" მწვანე სტატუსი მოქალაქეს კოვიდ 19-ის გადატანის შემდეგ უვადოდ აქვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა