თეგებით ძიება
24. 11. 2021 COVID - 19

"კოვიდგადატანილებს არ სჭირდებათ აცრა. ეს ანტივაქსერების წახალისებაა ხელისუფლების მხრიდან, რაც დანაშაულია" - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ის, რომ კორონაგადატანილებისათვის კოვიდპასპორტით სარგებლობა არაა დროში შეზღუდული, მაშინ როცა აცრილებისათვის ის მხოლოდ გარკვეული ვადით მოქმედებს, ნიშნავს იმას, რომ კოვიდგადატანილებს არ სჭირდებათ აცრა. ეს ანტივაქსერების კიდევ უფრო წახალისებაა ხელისუფლების მხრიდან, რაც დანაშაულის ტოლფასია", - წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით "მწვანე პასპორტში" მწვანე სტატუსი მოქალაქეს კოვიდ 19-ის გადატანის შემდეგ უვადოდ აქვს.





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა