თეგებით ძიება

ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, ისტორიული ფიგურაა - ვახტანგ მეგრელიშვილი

მე ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, ისტორიული ფიგურაა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრასიუსის“ ეთერში განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა მისთვის საშიშროებას წარმოადგენს.

„მე ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, ისტორიული ფიგურაა და ძალიან ბევრი საკითხი დარწმუნებული ვარ, როგორც დანარჩენ მოსახლეობას, მეც ასევე მაინტერესებს. მე მაქვს იქ შესვლის უფლება, მაგრამ მეორე მხრიდან ხომ უნდა იცოდე, რომ შენი ნახვა უნდათ, რაც მე მესმის იმ მედია საშუალებებიდან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს, ისინი ჩვენ მტრებად აღგვიქვამენ მაშინ, როდესაც ანალოგიური დამოკიდებულება არასდროს არ გვქონია.

მე უბრალოდ არ მესმის, ადამიანი აგერ არის, არაფერი არ დაგვიშავებია, პირიქით და დაუმსახურებლად გლანძღავენ და ეს ხალხი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას. რიგგარეშე არჩევნებს რომ ითხოვენ და ასე შემდეგ, შესაბამისად მე განცდა მაქვს, რომ ეს ხალხი საშიშროებაა ჩემთვის, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი კონგლომერატით, თავისი სამი ტელევიზიით. მე რომ მოვინდომო იქ შესვლა ძალიან არაადეკვატურად გამოვჩნდები, მაგრამ მიხეილ სააკაშვილისგან რომ იყოს ასეთი სურვილი, მე დიდი სიამოვნებით გავიცნობდი, რადგან საერთოდ მაინტერესებს“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა