სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე 2 პირი პასუხისგებაში მიეცა
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე პასუხისგებაშია მიცემული ორი პირი, მათგან ერთი დაკავებულია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, მონაწილეობა მიიღეს ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ავანსის სახით მიიღეს 757 ათასი ლარი, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 305 ათას ლარს და არ შეასრულეს სამუშაოები.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით რაც, 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.