კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4331 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 57 ადამიანი, ხოლო 4804 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 826 714-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 768 559 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 11 736 პაციენტი ემსხვერპლა.