თეგებით ძიება

პარტია „დროა“ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას გამართავს

დღეს პარტია „დროა“ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

„თბილისშიც უნდა ამოვიღოთ ხმა!

გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე!

სასწრაფოდ გამოიძიონ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე და მისი გარდაცვალების მიზეზები!

დაისაჯოს ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი!

25 ნოემბერი, 12:00 საათი, ვიკრიბებით „ქართული ოცნების“ ოფისთან (ერეკლე მეორეს მოედანი N3)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვა და დაშინება. ნუგზარ ფუტკარაძე ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვეშინია, პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო მოძალადე სისტემის წინაშე!“ - წერს ხოშტარია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა