თეგებით ძიება
25. 11. 2021 COVID - 19

მსოფლიო არ იყო მზად ამ გამოწვევისთვის - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსი 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად იქცა, მათ შორის საქართველოსთვისაც.

"რეალური ომი არის დღეს მიკროსამყაროსთან. მსოფლიო არ იყო მზად ამ დიდი გამოწვევისთვის და დგება ახალი გეგმები 21-ე საუკუნეში, იმიტომ, რომ ეს არ იქნება პრეცედენტი. 21-ე საუკუნე შეიძლება გახდეს კიდევ ახალწარმოშობილი სხვა ვირუსული ან არავირუსული ინფექციების გაჩენის საუკუნე. ჩვენი მთავარი მისიაა, რომ ვემსახუროთ ქვეყანას და საზოგადოება დაცული იყოს ჯანდაცვითი რისკებისგან და მოვახდინოთ ამ რისკების მინილიზაცია.

საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა იმუნიზაციის თვალსაზრისით, მაგრამ გასაკეთებელი ძალიან ბევრია. გამოწვევებიც ბევრია, ამიტომაც ჩვენი მუშაობის საზოგადოებასთან შესაბამისად მიტანაში ბევრი ნაკლია, რაც გამოსასწორებელია და მხედველობაში მისაღები," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა