თეგებით ძიება

13 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე - პროკურატურა უმძიმეს დანაშაულს ვერ ამტკიცებს

13 წლის გოგოს გაუპატიურების საქმე შესაძლოა თავდაყირა დადგეს - პროკურატურას ამ დრომდე ვერ მიაქვს პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაამტკიცებს, რომ ბაბუამ შვილიშვილი გააუპატიურა, სწორედ ამით ხსნის ადვოკატი იმ ფაქტს, რომ სასამართლოში საქმის განხილვა ისევ გადაიდო.

"ჩვენებაში ამბობს, რომ 10-დან 12 წლის ასაკში, პაპამ 50-60-ჯერ გააუპატიურა, გარყვნილ ქმედებას კი 30-40-ჯერ ქონდა ადგილიო. ანუ 110 ფაქტს ადასტურებს. თუმცა ჩემს მიერ გამოკითხულმა მეზობლებმა დამიდასტურეს, რომ მსგავსი სიტყვები, რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურებას, რომ მას გარყვნილ ქმედებას სთავაზობდა, მსგავსი რამ ამ ბავბშვს არ უთქვამს.

ტესტესტერონის რაოდენობა სისხლში ისეთია, რომ ამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს არ ალევს საშუალებას, რომ ლტოლვა ჰქონდეს საპირისპირო სქესის მიმართ ან შეასრულოს სქესობრივი სქესი.

დედ-მამას უთხრეს, რომ საქალწულე აპკი დარღვეული არ არის, ეს საექსპერტო დასკვნაში ეს პირდაპირ წერია"- ამბობს ადვოკატი ზურაბ თოდუა.

მოზარდის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მშობლების დაშორების შემდეგ, ის ბაბუასთან სტუმრად შაბათ-კვირას დადიოდა.

დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ არასრულწოვანმა ბაბუის წინააღდეგ ცრუ ჩვენება მისცა, მასზე ზეგავლენა კი დედამ მოახდინა, რომელსაც დაკავებულ მამათილთან დიდი დაპირისპირება ჰქონდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა