თეგებით ძიება

"29-ში ჩანიშნულ "სასამართლო" პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან" - სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებსა და მხარდამჭერებს მადლობას უხდის აქტიურობისთვის და სთხოვს, რომ 29-ში სასამართლოს შენობასთან შეიკრიბონ.

„რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს, მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვალად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას.

მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში.

29-ში ჩანიშნულ „სასამართლო“ პროცესზე გთხოვთ, რომ შეკრიბოთ სასამართლოსთან . ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მომართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად“, - აღნიშნულია ექსპრეზიდენტის წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა