თეგებით ძიება

"free მიშა" კამპანია ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი არ არის - ხათუნა სამნიძე

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ოპოზიციის დიდი ნაწილის დღის წესრიგი არ არის და საინიციატივო ჯგუფის შექმნის ინიციატივასაც სწორედ ამას უკავშირებს.

"free მიშა" კამპანია, ანუ, მიშას გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, "ნაციონალურ მოძრაობას" და ეს არ არის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი. ვფიქრობ, რომ ეს დაინახა მესამე პრეზიდენტმა და ის მიიჩნევს, რომ ეს არის ცალკე გასაკეთებელი კამპანია. დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ის, რომ შევძლოთ და მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები,"- აცხადებს სამნიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა