თეგებით ძიება

შესაძლებელია, მიხეილ სააკაშვილი ვიხილოთ საკუთარ სასამართლო პროცესზე – ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შესაძლოა, 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს.

“ჩვენ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილს უკვე ძალიან დიდი ხანია იზოლაციაში აქცევს ხელისუფლება, ცდილობს ყოველ შემთხვევაში. ამის ნათელი მაგალითი იყოს ის, რომ არ მოიყვანეს არცერთ სასამართლო პროცესზე, საქმეები, რომელშიც მონაწილეობდა სხვა პირებთან ერთად, გამოყვეს ცალკე, შეუზღუდეს სატელეფონო კავშირის უფლება. ეს მხოლოდ და მხოლოდ იყო იმის მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა არანაირი კომუნიკაცია ქართველ ხალხთან, თუმცა ეს მცდელობები გრძელვადიან პერსპექტივაში აღმოჩნდა უნაყოფო. მოხდა ის, რაც აქამდეც უნდა მომხდარიყო, მიხეილ სააკაშვილი წარდგება და მას ექნება საშუალება, რომ უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეს არათუ იმ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოსთან, რომელიც ასამართლებდა დასწრების გარეშე, არამედ ქართველ ხალხთან, რომელიც ამ პროცესს ყურადღებით ადევნებს თვალყურს”, – განაცხადა თუთბერიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა