თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საქალაქო სასამართლოსთან საავტომობილო გზა გადაკეტეს

საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილზე შეიზღუდა ავტომობილების გადაადგილება.

როგორც ოპოზიციონერი გიგი უგულავა აცხადებს, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, საქალაქო სასამართლოსთან ცოტა ხნის წინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ბუნებრივად მოხდა, რადგან მოქალაქეებმა აღმაშენებლის ხეივნისკენ გადმოინაცვლეს.

„ეს მილიციაც აღარაა, რასაც აკეთებენ. ასე იქცევა პირადი ძაღლობა. ეს პოლიციის ქმედება ხომ ნახეთ თქვენ თვითონ. ჯიხურის თავზე ადამიანი იდგა და დროშას აფრიალდება, მერე რა?! რა მოხდა?! მივიდნენ, დაუწყეს ცემა, გაზის შესხმა და გამოიწვიეს ის, რომ ადამიანებს აწვებიან აქეთ და ბუნებრივია გადაიკეტება ეს გზა. ასეთი უტვინო, უგუნური ველურობა. ეს არის პირდაპირ დავალება - ხომ ვამბობთ, რატომ არ უნდა მოვიყვანოთ, იმიტომ, რომ ასეთი ამბავი ხდება... პოლიციელი რომ „მელკი“ პროვოკატორი გახდება, იმ ქვეყნის ამბავი წასულია, ასე შევარდნაძის ძაღლობაც არ იქცეოდა, ესენი რომ იქცევიან", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა დაიწყოს, დაპირისპირებაა. პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა ინციდენტის დროს დაშავდნენ აქციის მონაწილეები და პოლიციელები. ადგილზე სასწრაფო დამხარების მანქანა მივიდა, არიან დაკავებულები.

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის და ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. 7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვთ, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს.

უკვე დამდგარი განაჩენების საფუძველზე, მას დაუსწრებლად, 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა