თეგებით ძიება

მოვუწოდებ სააკაშვილის მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ყველანაირი დესტრუქციული ქმედებისგან - ნინო წილოსანი

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებსა და მის ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს მოერიდონ ყველანაირ დესტრუქციულ ქმედებებს.

"მიხეილ სააკაშვილი, როგორც იცით ესწრება სასამართლო პროცესს, თუმცა მის მიმართ გამოყენებული სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობა ნამდვილად ჩრდილმიყენებული იქნება იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს წინ აღნიშული აქციები განსაკუთრებულ ძალადობრივ ქმედებებს გამოამჟღავნებენ ისევე, როგორც მისი სასამართლოს მიყვანა იცით, რომ პროკურატურის მხრიდან იყო დასაბუთებული, რომ შეიძლება ყოფილიყო გარკვეული საფრთხის მატარებელი. ამიტომ მოვუწოდებ მის მხარდამჭერებს მისივე ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ ყველანაირი დესტრუქციული ქმედებისგან,"- განაცხადა წილოსანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა