თეგებით ძიება

"ენმ"-ის ყოველგვარი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი სამართალდამცავების მხრიდან - რატი იონათამიშვილი

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ყველანაირ ძალადობრივ ქმედებაზე სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება.

"უსაფრთხოების ჯიხურზე ასვლა, ღობეზე გადაძრომა, ეს არის პროვოკაცია. ამას არანაირი კავშირი არ აქვს პროტესტის გამოხატვასთან. ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აქციებს იყენებს იმისთვის, რომ პროვოკაციები მოაწყოს, მაგრამ ამ პროვოკაციებით ერთადერთი შედეგი რაც მათთვის დგება ეს არის, რომ კიდევ უფრო მარგინალიზაცია ხდება. "ნაციონალური მოძრობის" ყოველგვარი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი სამართალდამცავების მხრიდან,"- განაცხადა იონათამიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა