თეგებით ძიება

სააკაშვილი დავიხსნათ რუსული ტყვეობიდან - მალხაზ მაჩალიკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი საქალაქო სასამართლოსთან მივიდა.

"მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, ჩვენ ამ ადამიანის ტყვეობიდნა დახსნა უნდ აშევძლოთ, ქართველმა, არაქართველმა, ნებისმიერმა საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა. მე ამისთვსი ვარ აქ, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ რუსული ტყვეობიდან. სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, რომ არსებობდეს ნუთუ 4 წლის განმავლობაში, მე ძაღლივით ქუჩაში ვდგევარ ყინვაში,მშიერი, ნუთუ არ გამოჩნდებოდა ერთი ადამიანი მაინც, რომ თქვას სიტყვა, სასამართლო და პროკურატურა ამ ქვეყანაში არ არსებობს ბიძინა ივანიშვილს ჰყავს ჯიბეში ცასმული", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა