თეგებით ძიება

“ძალიან ცდილობთ, რომ სააკაშვილი აწი აღარ გადაიყვანონ სასამართლო დარბაზში” - ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რასაც ახლა ნაცმოძრაობა სასამართლოსთან აკეთებს არის ფეხებში გასროლა.
ვერ ძლებენ, რომ დესტრუქციაში არ გადაიყვანონ.

ძალიან ცდილობთ, რომ სააკაშვილი აწი აღარ გადაიყვანონ სასამართლო დარბაზში.
ენმ-ის 100 აქტივისტს გადაკეტილი აქვს დიღმის გზა, დედაქალაქის მთავარი მაგისტრალი, რაც ათასობით ადამიანს, მ.შ. საგანგებო სიტუაციებს უქმნის პრობლემებს.
ფულით რომ მიგყავთ ხალხი სააკაშვილის სასამართლოზე, ეს უკვე ფსკერია.
პოლიციელზე ხელის აწევა ოპოზიციის სასარგებლოდაა?

ეს ხმაური რომ სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაა, ახსნა სჭირდება?
ამ ძიძგილაობით საზოგადოებას სანახაობას რომ უწყობთ, ვერ ხვდებით?
თქვენი საქმის თქვენ იცით. მაგარი მრჩევლები გყავთ.
ჩართეს უკვე სატელეფონო “ლაივები”. ჯანსაღად გამოიყურება,“- წერს ამირან სალუქვაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა