თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის პირველი სიტყვა სასამართლო პროცესზე

ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სიტყვით მიმართავს:

"მე მინდა პირველ რიგში მივესალმო გარეთ მყოფ ადამიანებს და მივესალმო ჩვენს საზოგადოებას.

მე მინდა დაგისვათ კითხვა. ჩამოსვლის შემდეგ, ტყვედ აყვანის წინ მე რამდენიმე დღე ვიარე საქართველოში, მე ვანხე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, მოღუშული, პრაქტიკულად არ იღიმება, არის ძალიან გაუბედურებული.

მე მინდა გითხრათ ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყსი სიამაყის განცდა, არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა, განვითარების განცდა, სიყვარული და სითბო, არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი?

და თუ მოგენატრათ, მაშინ ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ.

მე მინდა განვამრტო, რატომ ვარ დღეს ამ დარბაზსში და რატომ ვარ საქართველოში. თქვენ იცით, რომ მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება და რომელშიც შეიდიან უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერი, სპიკერი პარლამენტის, გენერალური პროკურორი და რომელიც დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინისთვის აუცილებელ რეფორმებს, ჩემი მომზადებული რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მიიღო უმაღლესმა რადამ. მე უკრაინაში მეკავა ძლიან მაღალი პოზიცია და "იფსოსის" გამოკვლევით ვიყავი პირველ ადგილზე, თუ ვის ისურვებდნენ პრემიერ-მინისტრად და ორჯერ მაქვს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნათქვამი უარი პოროშენკოს დროს.

უკრაინაში მაქვს სახლიც, კარიც, მარალი ხელფასიც, მთელ მსოფლიოში ვკითხლობდი ლექციებს... ყველა ამ ლექციაში მიხდიან ფულს. ეს ყველაფერი მე გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით და ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლებოდა გზაში მოვეკალი, ჩამოსვლისას მოვეკალი ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი არის მინიმალური. ბევრი ადამიანი იტყვის, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე..." - ამბობს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა