თეგებით ძიება

"ხალხს აშკარად ბრძოლა სწყურია... "ყველანი სასწრაფოდ სასამართლოსთან!" - გიორგი არველაძე

ენმ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი და TV იმედის ყოფილი დირექტორი, გიორგი არველაძე რომელიც დუბაიში იმყოფება, ოპოზიციას უფრო აქტიურ მოქმედებებზე გადასვლისკენ მოუწოდებს.

"ხალხს აშკარად ბრძოლა სწყურია. მოწყენილი პოლიტიკოსები კი დაღლილად ითავსებენ პოლიტიკური კომენტატორობის ფუნქციას, ყურებჩამოშვებულები იძლევიან ზოგად-ანალიტიკურ ინტერვიუებს და შიგადაშიგ უფრო დაღლილი სადღეგრძელოებით აზავებენ. არადა როგორ ითხოვს მომენტი ლიდერის ომახიან მოწოდებას: "ყველანი სასწრაფოდ სასამართლოსთან!", - წერს არველაძე ფეისბუკის საკუთრ გვერდზე. ენმ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი 2012 წლიდან საზღვარგარეთ საქმიანობს.

ცნობისთვის, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა