თეგებით ძიება

მე მართლაც მიყვარს უკრაინა, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკშვილმა, რომელიც ამ წუთებში სასამართლოს სიტყვით მიმართავს.

"ყველაფერზე მეტი, რაც მე მამომძრავებს და მიზეზი, თუ რატომ ვარ აქ არის ის, რომ მიუხედავად იმისა, მე მართლაც მიყვარს უკრაინა, გიჟვით მიყვარს საქართველო, სადაც მე გავიზარდე ძალიან მოყვარულ ოჯახში. ბებიაჩემი მზია ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და გასაგები მიზეზების გამო ვერ მოვასწარი მისი გაცილება. საქართველო არის ქვეყანა, სადაც მე მასწავლიდნენ ისეთი მასწავლებლები, როგორებიც იყვნენ გელა ჩარკვიანი და მანანა ჭავჭავაძე. მე ციხეში მივიღე წერილი ჩემი პირველი მასწავლებლის, ნინელი თათარაშვილისგან, რომელიც მასწავლიდა მაშინ შალვა ამონაშვილის სისტემით, ასევე კლარა ჩხაიძისგან, რომელიც იყო ჩემი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი. არ დაგიმალავთ, რომ საკანში ბევრი ვიტირე ამ წერილების წაკითხვისას. სხვა არაფერზე მქონია ასეთი ემოცია საკანში.

მე ვიცი, რომ გელა ჩარკვიანი იყო პირველი ხელმომწერი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის. მისი გარდაცვალების ამბავი მძიმე დარტყმა იყო ჩემთვის. გელა ხშირად ამბობდა, რომ მე ვიყავი მისი საუკეთესო მოსწავლე, მე ვერ მოვასწარი მეთქვა, რომ ის იყო ჩემი საუკეთესო მასწავლებელი.

მე დამესიზმრა პეკინის ქუჩაზე მისი ბინა, ირაკლი ჩარკვიანი მეუბნებოდა, რომ გელა გასულია და ცოტა ხანში დაბრუნდებაო. რაღაც მისტიკაა, ცოტა ხანში გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი.

ყოველ ღამე მესიზმრებოდა საქართველო. ბათუმი, აფხაზეთი, ჩემი ეზოს სტადიონი პეკინის ქუჩაზე. სულ მქონდა განცდა, რომ ამ ყველაფერს ვკარგავ მე და კარგავს ჩვენი ხალხი" - ამბობს სააკაშვილი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა