"ნაცმოძრაობის" ტელევიზია, რომელსაც ბევრი საქმე აქვს გაკეთებული პუტინისათვის, ძალიან ბინძურ პიარულ პოლიტიკას ალაგებს" - მამუკა მდინარაძე "მთავარ არხზე"
"ქართული ოცნების" წევრი, მამუკა მდინარაძე "მთავარი არხს" ბინძური პიარული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.
"რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, რაც ჩემი საპასუხოა, ძალიან ცუდია, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რომ ნაცმოძრაობის ტელევიზია, იმ პარტიის ტელევიზია, რომელსაც ყველაზე ბევრი საქმე აქვს გაკეთებული ოკუპანტი რუსეთისა და პუტინისათვის, აქეთ ატრიალებს ამ თემას და წლების განმავლობაში გაღმა შედავების ძალიან ბინძურ პიარულ პოლიტიკას ალაგებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ "მთავარი არხისთვის" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებულ ჯარიმაზე საუბრისას.
ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიამ 25 ნოემბერს "მთავარი არხი" 111 903 ლარით დააჯარიმა. სანქცირება კომისიამ "სირცხვილიას" მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო გადაწყვიტა. აღნიშნულ რგოლში, "ქართული ოცნების" წევრების ფოტოებით პუტინის გამოსახულება იქმნება.