რამდენიმე დღეში დაოჯახებას აპირებდა – ამერიკაში 23 წლის ქართველი ბიჭი გარდაიცვალა
კიდევ ერთი ძალიან ახალგაზრდა ემიგრანტი გამოაკლდა ამერიკაში მყოფ ემიგრანტებს – 23 წლის დავით სალი, – ინფორმაცია ამის შესახებ ემიგრანტების ჯგუფში ვრცელდება.
„დავითი მუშაობდა თრაქზე. იყო ძალიან მშრომელი და უსაზღვროდ კეთილი ადამიანი. მეგობრებს ყოველთვის მხარში ედგა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აპირებდა დაოჯახებას, რომელიც ვერ მოასწრო".
წყარო - primetime