თეგებით ძიება

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ის მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან უკვე გადმოიყვანეს.

როგორც მისი უფლებადამცველი, გიორგი კონდახიშვილი ამბობს, გიგი უგულავა სრული 48 საათი გააჩერეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, რაც არის ცალსახად უკანონობაა.

"ასევე, მინდა გითხრათ, რომ ეს მასობრივი დაკავებები მეტყველებს, რომ ხელისუფლებას ეშინია მშვიდობიანი პროტესტის და სწორედ ამისკენ იყო მიმართული გაზაფხულზე დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სადაც გაამკაცრეს სანქციები წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის. უწყვეტ ვიდეო კადრებში ნათლად ჩანს თუ რა უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს გიგი,“ - ამბობს ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი.

გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა