თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, 2 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოსთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მორიგ აქციას გამართავს. აქცია 11:00 საათზე დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განუცხადა, აქცია იქნება მშვიდობიანი ხასიათის. დოლიძე მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაიცვან წესრიგი და არ მიმართონ პროვოკაციულ ქმედებებს დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, ხვალ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა ყოფილ პრეზიდენტს პროცესზე დასწრების შესაძლებლობა. რაც შეეხება წინა პროცესს, ის 29 ნოემბერს გაიმართა და 7 ნოემბრის საქმეს ეხებოდა. ამ დღეს სააკაშვილს პროცესზე დასწრების შესაძლებლობა პირველად მიეცა. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური განცხადების უფლებით ისარგებლა და საზოგადოებას მიმართა. სააკაშვილის მოხსენება საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა