თეგებით ძიება

შურისძიების მოტივით, ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა - მარნეულში მკვლელობა მოხდა

მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ირკვევა, რომ დანაშაული 18 ნოემბერს მოხდა. 

უწყების ცნობით, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული კი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს პროკურატურამ, მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ნოემბერს, მარნეულში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება," - წერია განცხადებაში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა