თეგებით ძიება

დიღომში 4 პირი დააკავეს

დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის 14 ნომერთან, მწვანე სივრცის დასაცავად გამართული აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ფეხბურთის სტადიონს, რომლის მშენებლობაც დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის 14 ნომერთან იგეგმება, ადგილმდებარეობა შეეცვალოს.

აქცია დიდ დიღომში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 3 დეკემბერს, ტერიტორიის შემოსაღობად და მშენებლობის მოსამზადებლად რკინის მასალები მიიტანეს.

ადგილობრივების თქმით, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება შედგა, რომ ტერიტორიიდან გავა სამშენებლო მანქანა, შემდეგ კი შედგება შეხვედრა ადგილობრივების საინიციატივო ჯგუფსა და ფედერაციას შორის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა