თეგებით ძიება

როგორ მიმინარეობს გაფრინდაშვილისა და Netflix-ის დავა - იურისტის განცხადება

რამდენიმე თვის წინ, ლეგენდალური ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი, ცნობილ კომპანია Netflix-ს სასამართლოში დაუპირისპირდა, ამის მიზეზი კი "ლაზიერის გამბიტში" მისი რუს მოქალაქედ მოხსენიება იყო.

ნონას იურისტმა, რუსუდან მაისურაძემ, ამის თაობაზე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"თუ ვინმეს გაინტერესებთ რა ხდება ნონა გაფრინდაშვილი vs Netflix საქმეზე, „ნეტფლიქსმა“ გამოხატვის თავისუფლების დაცვა გამოიყენა და კალიფორნიის SLAPP (strategic lawsuit against people’s participation) სამ. აქტის საფუძველზე დააყენა წერილობითი შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ.

სასამართლოს ორივე მხარისგან გარკვეული დოკუმენტები (ჩვენებები) წარედგინა. ამერიკელი ადვოკატები BLB გუნდთან ერთად შესაგებელზე მუშაობენ. ჩვენ საქმის ფაქტობრივი გარემოებები თავისი მტკიცებულებებით უკვე დიდი ხანია გადავუგზავნეთ.

დიდი მადლობა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, მის პრეზიდენტს გია გიორგაძეს, დავით გურგენიძეს დეტალური ინფორმაციის მოწოდების და ძალიან მნიშვნელოვანი ჩართულობისთვის. ყველაფერი მზადაა. პროცესი, ამ ეტაპზე 24 იანვარს არის ჩანიშნული. ჯერ არ არის ცნობილი ონლაინგაიმართება თუ ტრადიციული ფორმით.

ჩვენ ვაპირებთ დავესწროთ პროცესს თუ ის ტრადიციული ფორმით გაიმართება. როგორც გვარწმუნებენ, საკმაოდ ძლიერი სამართლებრივი საფუძვლები გვაქვს. დაველოდოთ… ნებისმიერ მნიშვნელოვან სიახლეს გაცნობებთ,” – წერს რუსუდან მაისურაძე

წყარო - footballnews.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა