თეგებით ძიება

ნოდარ ღუნაშვილის საქმე - მოკლულის მეგობარს სამუდამო, ცოლს კი 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კასპში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმე - 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, ზურაბ კახიშვილის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რაც შეეხება დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულ ქეთი ჩხაიძეს, მოკლულის ცოლს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ღუნაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობაში მათი რძალიც მონაწილეობდა.

ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე მწყემსმა 14 მარტს იპოვა. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი.

შემზარავი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ 33 წლის მამაკაცის ბავშვობის მეგობარი, ზურაბ კახიშვილი, დააკავა. დაკავებულია ასევე ღუნაშვილის ცოლი, ქეთევან ჩხაიძე. მას გამოძიება დანაშაულის დაფარვაში ედავება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა