სისხლიანი გარჩევა კახეთში - დაკავებულია 18 წლის მამაკაცი
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 18 წლის მამაკაცი დააკავა.
გამოძების ინფორმაციით, დაკავებულმა გუშინ სოფელ ყარაჯალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელს, სანადირო თოფიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.