თეგებით ძიება

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულები შესაძლოა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

თბილისში მოკლული, უცხო ქვეყნის მოქალაქის, ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულები შესაძლოა, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობის ვადა 15 დეკემბერს ეწურებათ.

ბექა ლატარიას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის შეცვლას და მის გათავისუფლებას ითხოვს.

"მოგეხსენებათ,წინასწარი პატიმრობის ორთვიანი ვადა იწურება და გამოძიებას სურს, რომ გამოძიების ვადები გაახანგრძლივოს, რითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წინასწარი პატიმრობის ვადა გახანგრძლივდება. საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება - ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღის ქონას ედავებიან და ის საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს - არ არის ამოღებული. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ სასამართლოსგან შეეცვალოს ამ ადამიანს ორთვიანი პატიმრობა და გათავისუფლდეს დარბაზიდან.

ბექა ლატარია ამ საქმეში გამოიყენეს, შეაწმინდეს მას ხელი. რადგან წარსულში ნასამართლევია, ვიღაცამ ჩათვალა, რომ საზოგადოება ადვილად დაიჯერებდა მის მიერ ამ დანაშაულის ჩადენას, მაგრამ ფაქტია, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია"- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ლაღიძე.

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია ამტკიცებს, რომ ის წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. ლატარიამ რამდენიმე დღის წინ, "ტვ პირველს" წერილი გაუგზავნა, სადაც ირწმუნება, რომ ციხეში მას წყლით სავსე ბოთლებით სცემეს და აწამეს.

შეგახსენებთ, ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლეს. ცნობილია ისიც, რომ 27 წლის ქალს ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, ზურაბ ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავს და მათ შორის ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით სასამართლოში დავა მიმდინარეობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა