თეგებით ძიება

სოფელ ზეღდულეთში ვითარება დაიძაბა - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა.

ზეღდულეთის მოსახლეობა 2011 წელს გაყიდული სოფლის საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ზეღდულეთელებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამე აქცია გამართეს.

ადგილობრივები თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება სოფელში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

დაპირისპირებისას პოლიციამ ერთი ადამიანი ტერიტორიიდან განარიდა.

ამ წუთებში გადაკეტილია გორი-ბერშუეთის გზის ზეღდულეთის მონაკვეთი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა