თეგებით ძიება

"არაფერი არ მცოდნია ტკივილზე - გულსა და სულში გახურებულ კოცონზე, რომელსაც ახალგაზრდა ძმის დაკარგვა ჰქვია" - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულ მის ძმას, ჟურნალისტ კოტე ინაშვილს ეხება.

"აქამდე მეგონა, რომ ვიცი, რა არის ფიზიკური ტკივილი... ვიცი, რა არის სულიერი ტკივილი... ვიცი, რა არის სულიერი და ფიზიკური ტკივილი - ერთად, მაგრამ... არაფერიც არ მცოდნია ტკივილზე- გულსა და სულში გახურებულ კოცონზე, რომელსაც ახალგაზრდა ძმის დაკარგვა ჰქვია. ახლა მეც იმათ რიგებში ვარ, ვისთვისაც ეს კოცონი აღარასდროს ჩაქრება.

უდიდეს მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, ასეთი დიდი, ქრისტიანული, ქართული თანადგომისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, ულევი სიხარული და სიკეთე მოგცეთ! შემაძლებინოს ღმერთმა, რომ თქვენს უზარმაზარ თანაგრძნობას სიკეთით ვუპასუხო", - წერს ინაშვილი ფეისბუქზე.
კოტე ინაშვილი ავტოავარიაში 2 დეკემბერს დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა